„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“დაიწყო. იგი საქართველოში პირველად იმართება. კონფერენციის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელებენ.
სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებს განიხილავენ როგორიცაა: საქართველოს სტრატეგიული და ოპერატიული პროგრამების ურთიერთთავსებადობა როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან; ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რესურსები.