ბათუმში, 27 მაისს, ახალგაზრდა ქალზე თავდამსხმელი, რომელმაც მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია. ფაქტს შსს ადასტურებს და შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს. სამართალდამცველები ბრალდებულს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
დაკავებულმა 32 წლის ქალს ერთი -ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ბათუმში, სასტუმრო "სპუტნიკის" მიმდინარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
როგორც სასტუმროს მენეჯერი ყვება, სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას მამაკაცი მიუახლოვდა და ტელეფონზე დარეკვა სთხოვა. დაახლოებით ათ წუთში კი, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ადგილზე დააკავეს. მენეჯერი ამბობს, რომ დაკავებული პირი სასტუმროში არ ცხოვრობდა.
შსს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.