''კინო ბათუმს'' - სოციალური კამპანია

04 აპრილი 2016, 00:00 7058 ნახვა

''კინო ბათუმს'' - ამ სახელწოდებით სოციალური კამპანია ბიაფის კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაიწყო. აქციის მიზანი BIAFF-ის ინიციატივის მხარდაჭერაა, რომელიც ბათუმში კინოჩვენებებისთვის ახალი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. BIAFF-ის მენეჯერის ზვიად ელიზიანის თქმით, ქალაქის თვითმმართველობასა და რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის განხორციელების თხოვნით უკვე მიმართეს. ფოტო აქციაში მონაწილეობის მიღება ნებიმისერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა შესაბამისი მოთხოვნის წერილობითი ჩვენებით ფოტოს გადაღება და სოციალურ ქსელში განთავსება. 

 

ამავე კატეგორიაში