რა უშლის ხელს მოზარდების განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობას?

01 ივნისი 2018, 00:00 2006 ნახვა

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა სახალხო დამცველმა. ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 ათასს აჭარბებს. თუმცა, ეს არ ასახავს სრულ სურათს. პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება.

გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების, მათ შორის შშმ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა. ინკლუზიური განათლების ხარვეზებზე მიუთითებდა აუდიტის ანგარიშიც.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი