პრეზიდენტი - ზაზა სარალიძისთვის მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო

01 ივნისი 2018, 00:00 1416 ნახვა

"ჩემი მიზანია სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ამ ადამიანებთან დალაპარაკება, ქვეყანა უნდა იყოს სიმშვიდეში" -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  ზაზა სალარიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტი სალარიძესთან შესახვედრად მაშინ მივიდა, როცა პარლამენტის წინ მცირე რაოდენობით ადამიანი იყო შეკრებილი. 

''ბუნებრივია მთავარი სათქმელი ტკივილის გაზიარებაა, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ჩემი მიზანია სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და ამ ადამიანებთან დალაპარაკება, ქვეყანა უნდა იყოს სიმშვიდეში. სტაბილური პროცესი უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამ მოტივით, ბუნებრივია, მე ხელისუფლებასთანაც მექნება კომუნიკაცია. არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ქვეყანა რომელშიც ადამიანები ერთდროულად პოულობენ სიმშვიდეს და სამართლიანობას. მე არ გავჩერდები ამ მიზნისთვის და გავაგრძელებ მუშაობას.'' - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი