რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

01 ივნისი 2018, 00:00 1667 ნახვა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

ორგანიზატორები კი შეკრებილებს მოუწოდებენ, პროვოკაციებს არ აყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. 

''როდესაც საქართველოს, როდესაც საპატრიარქოს ეხებიან მაშინ სადა ხართ? - ასე მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციის მონაწილეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები ამ დრომდე გრძელდება. 

(ფოტო/ვიდეო: 1tv.ge)

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი