ირაკლი კობახიძე -  არავის მივცემთ საშუალებას ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე, ბინძური ადამიანები ქულებს ვერ დაიწერენ ვერავითარ ტრაგედიაზე

31 მაისი 2018, 00:00 1537 ნახვა

დარწმუნებული ვარ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ამის გარანტი არის ჩვენი გუნდი, რომელმაც დაამარცხა უსამართლო რეჟიმი და დაამკვიდრა სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის როს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კონკრეტულ კითხვებს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის გამოსვლები კომისიასთან დაკავშირებით, ჯერ ბიუროს სხდომაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აუცილებელი იყო კომისიის შექმნა. ვხედავთ განსხვავებულ რიტორიკას, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კომისიასთან დაკავშირებით, ახალ პოზიციას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას რადიკალიზმისკენ. გვარამიამ ერთგვარი უნდობლობა გამოუცხადა საპარლამენტო კომისიას, რომელიც ჯერ არც არის შექმნილი. ამას მოჰყვა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები. ისინი თავად იყვნენ ინიციატორები ამ საკითხის, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ უკვე გაუგებრია, რისთვის იქმნება მათ გადმოსახედიდან ეს კონკრეტული კომისია. კომისია იქმნება იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კონკრეტულ კითხვებს და ჩვენ ძალიან უცნაური მსჯელობა გვესმის, მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დამნაშავეა პროკურატურა და მართალია სასამართლო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი