პროკურატურის სამუშაო ჯგუფი და საქართველოს მთავარი პროკურორი მზადაა შეხვდეს ზაზა სალარიძეს

31 მაისი 2018, 00:00 1991 ნახვა

პროკურატურა: ''მზად არის სამუშაო ჯგუფი და საქართველოს მთავარი პროკურორი შეხვდეს ზაზა სალარიძეს'' 

 

პროკურატურა მზად არის სამუშაო ჯგუფი და საქართველოს მთავარი პროკურორი შეხვდეს ზაზა სალარიძეს - აქციაზე შეკრებილებთან პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გამოვიდა და ზაზა სალარიძეს შეხვედრა პირადად შესთავაზა.  

''არავითარი შეხვედრა, გადადგეს და პასუხისგებაში მიეცეს ირაკლი შოთაძე, რომელმაც დამალა ჩემი შვილების მკვლელები, თქვენ არ გესმით ჩემი, ვერ დავმშვიდდები" - განაცხადა ზაზა სალარიძემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურორი თავად გამოვიდეს გარეთ და გასცეს ყველა კითხვას პასუხი.

მოკლული მოზარდების ოჯახები ითხოვენ, დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც გააყალბეს და ხელი დააფარეს მკვლელებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა, გარდაცვლილის ოჯახი წევრებმა, პროტესტის ნიშნად პროკურატურასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს მთავარი პროკური ირაკლი შოთაძე გადადგეს. გარდაცვლილი მოზარდების წევრებს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც უერთდებიან. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული. 

   

 

 

 

 

 

 

ელენე ხოშტარია: 

„მღელვარება რომ უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია, მივცეთ ამას ის სახე, რომელიც უნდა მიეცეს ნორმალურ ქვეყანაში, დავიბაროთ სასწრაფოდ პროკურორი, დავუსვათ კითხვები, არავის მივცეთ სპეკულაციის საშუალება, ყველანი ერთად ამჯერად ვიყოთ ერთიანნი ამ საკითხზე და მოვიქცეთ ისე, რასაც გვთხოვს კანონი, წესი, ადამიანობა, მორალი, ყველაფერი რისთვისაც საერთოდ ვართ არჩეულები და შექმნილები . მოგმართავთ თხოვნით, რომ საგანგებო რეჟიმში სხდომაზე, რომელიც იწყება, ეს საკითხი გავიტანოთ“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ბიუროს სხდომაზე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერები მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებამ ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, ვინ მოკლა არასრუწლოვანი დავით სარალიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი