საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

12 ივლისი 2016, 00:00 3961 ნახვა

საპროტესტო აქცია იყო პროკურატურასთან. ცეცხლსასროლი ირაღის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულების გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ახლობლები პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ აჭარის მთავარი პროკურორის მოადგილე  შეხვდა. აქციის მონაწილეების თქმით, ბრადლებულებს ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იაღარი ჩაუდეს ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. მანამდე კი ბრალებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ პაპიძე პატიმრობაში დატოვა, სურგულაძე კი გირაოს საფუძველზე გაათვისუფლეს. ბრალდებული გიორგი პაპიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს. 

ამავე კატეგორიაში