რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია

30 მაისი 2018, 00:00 1766 ნახვა

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია. მისი მკვლელობა უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია აღმოჩნდა.  უკრაინულმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს ბრიფინგი, რომელზეც ბაბჩენკომ სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.  ჟურნალისტის თქმით,  მას წინასწარ შეატყობინეს შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და სპეცოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზეს.  მანამდე კიევში მკვლელობის ორგანიზატორი დააკავეს.  უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ გრიცაკმა თავდასხმის შემკვეთებად რუსული სპეცსამსახურები დაასახელა. უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობისთვის რუსულმა სპეცსამსახურებმა 40 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადეს. ჟურნალისტმა მკვლელობის ინსცენირების გამო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ბოდიში მოუხადა. 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ  აღნიშნა, რომ  არშემდგარი მკვლელი თავიდანვე თანამშრომლობდა უკრაინის ხელისუფლებასთან და ახლა სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით გამოდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვა ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქით გამოეხმაურა.  "ის, რომ ბაბჩენკო ცოცხალია, საუკეთესო ამბავია.  ნეტა სულ ასე ხდებოდეს.  სამწუხაროა, რომ სხვა შემთხვევებში მასკარადი არ გამოვიდა"-წერს ზახაროვა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი