ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

30 მაისი 2018, 00:00 2245 ნახვა

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაურესდება.

31 მაისს, დღის ბოლოს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ციკლონთან არსებული შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები.  საღამოს და ღამისა საათებში,  როგორც სანაპირ, ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია ძლიერი. 

1 ივნისის ღამისა და დილის საათებში, მაუწყებლის მეტეოროლოგი  სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს. მოსალოდნელი ინტენსიური წვიმის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს სტიქიური პროცესები.

სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +20, +22, მთიან რაიონებში კი, +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში