საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღეს საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია გამართა, სიახლე რამდენიმე მიმართულებას ეხება მათ შორის დაყადაღებისა და სესხის მიღების სფეროებს.
ცვლილებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი მცირდება, ამასთან ლომბარდებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი.
ასევე, რეფორმის ფარგლებში შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ფორმით, რადგან მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს.
რატომ ახსენა მამუკა ბახტაძემ ნაქურდალი ნივთები და რას ამბობენ ლომბარდების წარმომადგენლები დაგეგმილ ცვლილებებზე?