დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სხდომათა დარბაზში მთავარი თემა იყო ბათუმის მერთან არსებული კითხვები.
ლაშა კომახიძე მოქალაქეების და საკრებულოს ოპოზიციონელი დეპუტატების კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
“ნაციონალური მოძრაობა” დაინტერესდა მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციით, ასევე ბიუჯეტის დაგეგმვითა და ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხებით.