ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.ის ერასმუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. პროექტში ჩართული პირები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ აქციონ ინოვაციური იდეა ბიზნესად. წინასწარ გათვლიან რისკებს, წარუმატებელი ბიზნეს წამოწყების შემთხვევაში, როგორ აირიდონ თავიდან ფინანსური ზარალი და იდეა აქციონ წარმატებულად.
შეხვედრას ვალენსიის პოლიტიკური უნივერსიტეტის ბიზნეს მენეჯერი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი ხედვები გააცნო საზოგადოებას. ტრენერები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბსუ-დან 7 სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდნენ სწავლების კურსს, რომლის მიხედვითაც ევროპულ გამოცდილებას მსმენელებს საგანმანათლებლო პროცესში გაუზიარებენ.