ბრიფინგი მთებში ელექტროენერგიის გაყვანაზე

12 ივლისი 2016, 00:00 4317 ნახვა

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შუახევის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამგეობამ გასულ წელს იალაღებზე ელექტროენერგიის გასაყვანად 130 ათას ლარად რკინის კონსტრუქციები და სადენები შეიძინა, რომელიც ამ დრომდე უფუნქციოდაა. ბრალდებებს შუახევის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა უპასუხა. ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტისთვის  თანხა 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო, სამუშაოების ჩასატარებლად კი  მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. მისივე ინფორმაციით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მალე გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში