დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი 2016, 00:00 3266 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 27 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ გახსნილდა. ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია ყველა ტაძარში აღევლინა. ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა დიმიტრიმ აღავლინა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში