შეხვედრა ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან

27 მაისი 2018, 00:00 1484 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს შეხვდა. ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიამ ნატოში ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დროს მხარეებმა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ბერგმანისთან შეხვედრის მთავარი თემა კი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბრიუსელის მომავალ სამიტსა და საერთაშორისო მისიებზე. თავდაცვის მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება  შავი ზღვის რეგიონსა და ბალტიისპირეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი