ორმხრივი შეხვედრები

26 მაისი 2018, 00:00 1698 ნახვა

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. პირისპირ აუდიენციისას ანდრეი კისკამ პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და ასევე, გაიხსენა საქართველოში ვიზიტი, როცა იგი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ამასთან სლოვაკეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის პატივია მიიღო მონაწილეობა ისეთ დღესასწაულში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას ეძღვნება. გიორგი კვირიკაშვილმა ვიზიტის გარდა,  მადლობა გადაუხადა ანდრეი კისკას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი