წელს, ერთდროულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია 6 ადგილზე – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში.
ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით. ფიცის დადების ცერემონიალს ლიეტუვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს.