აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

25 მაისი 2018, 00:00 2071 ნახვა

 ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის ჩამოსხმის  სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია  გადახურვა 8 სექტორში. სექტემბრიდან უკვე ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი