ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობის ფაქტზე ერთი ქალი დააკავეს

25 მაისი 2018, 00:00 2040 ნახვა

გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცველებმა 56 წლის ქალი დააკავეს, რომელიც მარნეულში ადამიანებით სისტემატიურად ვაჭრობდა. 

პოლიციელებმა, სექსტრეფიკინგში ბრალდებული პირი შენობაში აიყვანეს. დაკავების ოპერაციის კადრებში ჩანს რამდენიმე სექსმუშაკი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრალდებულის მიერ იყვნენ დაშანტაჟებულები. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 56 წლის ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით იბირებდა, მარნეულში მდებარე სასტუმროში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით,  სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა" - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი