ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და მისი უსაფრთხოების ფართო გარემოს სირთულე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობაა.