საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო იუბილარია. ეთერში პირველი ინფორმაცია 1930 წლის მაისში გავიდა. თავდაპირველად მაუწყებლობა მოსახლეობას საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.
დღეს რადიო აჭარა მსმენელებს სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით, პოლიტიკურ გადაცემასა და ქართულ და მსოფლიო ჰიტებს სთავაზობს. ორი თვის წინ რადიოში ახალი მულტიპლატფორმული დილის გადაცემა “რადიოვიზია” ჩაეშვა, რომელიც ერთდროულად რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში გადაიცემა. მაუწყებლობა ტალღაზე 104 და 5 - 24 საათიანია. ჩვენი მოსმენა შესაძლებელია ვებგვერდზეც radioajara.ge-ზე