სასამართლო დავა ხაჭაპურიძე მიქაუტაძეს შორის

22 მაისი 2018, 00:00 2350 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მათ გამოძიება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, დღეს კი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება.  

დღეს პროკურორმა ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა. ვიდეომასალაში ასახულია ინციდენტი, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე და ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დაცვის მხარის განცხადებით, ამ მტკიცებულებებით არ იკვეთება ხაჭაპურიძისა და მისი მეუღლის ბრალეულობა.  ბრალდებულები პროცესში  დისტანციური წესით მონაწილეობენ.
 

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. იმავე დღეს კი პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი