აჭარის 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილება შედის. საკითხზე დღეს უმაღლეს საბჭოში, ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც აჭარის ფინანსთა მინისტრი განმარტავს, ცვლილება ეკონომიებით და შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდითაა გამოწვეული.
თანხა სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებებზე გადანაწილდება, ასევე გაიწერება წინა წლის გარდამავალი ნაშთი 13 მილიონი ლარი.