პროექტ ,,ცოცხალი წიგნების" ფარგლებში თანამედროვე ქართველმა მწერლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ასევე მოისმინეს ადგილობრივი პოეტების მიერ დაწერილი ლექსები. პროექტი სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებსა და ბიბლიოთეკებში თანამედროვე მწერლების, მათ შორის, საბავშვო ავტორების და ხელოვანების მობილურ ჯგუფებთან შეხვედრას ითვალისწინებს. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ამ დღესთან დაკავშირებით გამგეობამ სკოლის ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა.