კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები ”ფეისბუქ”-ზე განცხადებას ავრცელებენ და გულშემატკივრებს შემოწირულობის შეგროვებას სთხოვენ. „გავერთიანდეთ ბასიანის გადასარჩენად. გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბასიანი-ს გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ.
უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“ - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ობიექტები ყველა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიხსნება.