სასამართლოში გიორგი ხაჭაპურიძისა და გიორგი სალთხუციშვილის მკვლელობის საქმეზე გამწესრიგებელი სხდომა დასრულდა

16 მაისი 2018, 00:00 1432 ნახვა

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში გიორგი ხაჭაპურიძისა და გიორგი სალთხუციშვილის მკვლელობის საქმეზე გამწესრიგებელი სხდომა დასრულდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. დაცვის მხარე მთავარი მტკიცებულების, ფარული ჩანაწერის მტკიცებულად დაუშვებლობას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დვოკატის განცხადებით, ბრალდებულებს მკვლელობა მხოლოდ ამ მტკიცებულების საფუძველზე ედებათ. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს განახლდება. შეგახსენებთ, დაკავერბულებს ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორი ახალგაზრდა გასული წლის 8 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ  ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
სინქრ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი