ემიგრანტებს პირადობის მოწმობები უფასოდ გადაეცემათ

15 მაისი 2018, 00:00 2110 ნახვა

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დღეიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტების აღებას ფასდაკლებით − 50 დოლარად შეძლებენ. ინიციატივა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. 

საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას, უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქე შეძლებს.

აქციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, სამი თვის განმავლობაში ისარგებლებენ. ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი, ორი თვე შენარჩუნდება.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანს განცხადებით, ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ, მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვდება. მისივე თქმით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწაა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი