საქართველოს საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. სავარაუდოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურებიან.
დაახლოებით ერთი საათის წინ კი, საპატრიარქომ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
''სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამი იყო განცხადებაში.