ბაია პატარაია: ჩვენ მეტს ვითხოვთ ვიდრე მინისტრების გადადგომას, ჩვენ სისტემის ცვლილება გვინდა

13 მაისი 2018, 00:00 2186 ნახვა

აქციის ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გვახარია ხვდება. შეხვედრას აქციის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა , რომლებიც ორი დღეა შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეებს  ბაია პატარაიამ მიმართა და განმარტა, რომ უფრო მეტს სთხოვენ ხელისუფლებას, ვიდრე მინისტრის გადადგომაა.  "ჩვენ უნდა გავიგოთ აღიარებენ შეცდომას თუ არ აღიარებენ, აპირებენ კანონის შეცვლას თუ არ აპირებენ. ჩვენ იმაზე მეტ ცვლილებას ვითხოვთ, ვიდრე მინისტრის ცვლილებაა. ჩვენ ვითხოვთ სისტემის შეცვლას.  მინისტრები იცვლებიან, სისტემა კი რჩება. სანამ არ იქნება სახელმწიფოს ნება, რომ სახელმწიფო პოლიციური არ იყოს, მინისტრების ცვლილებას აზრი არ აქვს. უბრალოდ სადღეგრძელოები არ არის საკმარისი, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მათი ნება და რაზე არიან წამსვლელები. ჩვენ აღარ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც ვიყავით 2 დღის წინ. ჩვენ გვინდა უკეთესი, ევროპული ქვეყანა" - განაცხადა ბაია პატარაიამ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი