მზადება საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

13 მაისი 2018, 00:00 1723 ნახვა

,, პირველი სვლა ბათუმში’’- საჭადრაკო  ოლიმპიადის ,, ბათუმი 2018’’-ის მზადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას  ევროპის საჭადრაკო კავშირისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად   ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ დაფაზე საჭადრაკო სვლა შეასრულა.

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი    საჭადრაკო პროექტის  ,, მილიონი სვლა’’-ს ფარგლებში სვლა  ონლაინ პლატფორმის საშუალებით გააკეთა. ევროპის მოედანზე ღონისძიება ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების ორკესტრირებული მსვლელობით  დაიწყო. მოეწყო ფოტო- გამოფენა,   დაიდგა ფლეშმობი. დიდოსტატები და ადგილობრივი მოთამაშეები ერთმანეთს შეხვდნენ. ღონისძიება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისა და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა.   საჭადრაკო ოლიმპიადა ,, ბათუმი 2018’’ 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. ოლიმპიადაში 189 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი