სტიქიის შედეგები

10 ივლისი 2016, 00:00 2347 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები 18-მდე ოჯახი. ტარიელ მანველიძის სახლთან განვითარებულმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა და საფრთხე შეუქმნა სახლს, ასევე დატბორილია სარდაფი და ერთწლოვანი ნარგავები. დაზარალებულები ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას და კომპენსაციას მოითხოვენ. მეწყრული კერები დაფიქსირდა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბელტურის უბანში 4 ოჯახთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი განვითარდა, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთებზე და წონიარისში აბუქეთა -კოკოტაურის მიმართულებით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო დღეების სტიქიამ ქედის მუნციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული 108 ათას 600 ლარის ინფრასტრუქტურა დააზიანა. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჯიმში აგრძელებს მუშაობას.

ამავე კატეგორიაში