სასტუმრო ”არმაზის” საქმე

13 მაისი 2018, 00:00 2308 ნახვა

სასტუმრო “არმაზის” საქმეზე  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული . დღევანდელ პროცესზე  დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. წინა პროცესზე  მოწმის სახით დაიკითხა სასტუმროს მზარეული, რომელმაც სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ  ზაზა ართმელაძე სასტუმროს მფლობელი არ იყო და არც  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდა.  დაზარალებულები საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ და არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას.

აცხადებენ, რომ მომხდარზე, რასაც 3 ბავშვი სიცოცხლე შეეწირა,  პასუხისმგებლობა  ბავშვების პედაგოგებს ეკისრებათ, თუმცა  გამოძიება  ზაზა ართმელაძეს ადანაშაულებს.  მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გარდაცვლილია, არც დაზარალებული და არც დაცვის მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ არის. ზაზა ართმელაძემ ერთი წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გამოძიება მას ქობულეთში 2015 წელს დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ პასუხისმგებლობის საკითხს ედავება. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი