დაკავებულთა ინტერესებს საია დაიცავს

12 მაისი 2018, 00:00 1600 ნახვა

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თუმცა სულხან სალაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ადვოკატებისთვის  დაკავებულ პირთა რაოდენობა და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფომ არა მხოლოდ რეპრესიული არამედ სხვა ღონისძიებები გაატაროს.

ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ომბუდსმენი ინციდენტის მოკვლევას დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი