თბილისში, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი, „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომელი გიორგი ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი გაათავისუფლეს. ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, ყველა მათგანი კლუბ „ბასიანთან“ გამართულ აქციაზე დააკავეს.
„ისინი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
გაათავისუფლეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე. ამ საკითხზე პარტიაში ბრიფინგი გაიმართება.
პარლამენტთან აქციაზე, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 მოქალაქე.