წაკითხულის გააზრება - კომპლექსური პრობლემა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის

11 მაისი 2018, 00:00 2517 ნახვა

უცვლელი მონაცემი და არაპროგრესირებადი სასკოლო განათლება – წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში წაკითხულის გააზრების კუთხით საქართველომ 2011-ის მსგავსად კვლავ 488 ქულა დაიმსახურა, რაც 50 ქვეყანას შორის 37-ე ადგილს ნიშნავს.

PIRLS​-ის შეფასების სისტემის მიხედვით საქართველო საშუალო მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

რატომ ვერ გაიუმჯობესა რეფორმების ფონზე ქვეყანამ მოსწავლეებში წიგნიერების დონე?

რატომ უჭირთ მოზარდებს წაკითხულის გააზრება?

როგორც განათლების ექსპერტები ამბობენ პრობლემა კომპლექსურია და განათლების საერთო სისტემასთან ერთად, მასწავლებელთა მომზადებასა და ოჯახის ფაქტორსაც მოიცავს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში