საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები შეიცავს იმავე ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს უკვე ცნო არაკონსტიტუციურად.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა და 300-ზე მეტმა მოქალაქემ გასული წლის აპრილში შეიტანა. პროცესში მეგობრის სტატუსით პრეზიდენტიც ჩაერთო. საქმის განხილვა 2 ივნისს დაიწყო.
განახლებული: