ძიუდოისტების პროტესტი

07 მაისი 2018, 00:00 2180 ნახვა

ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის - ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა. სპორტსმენის თქმით, ყველა ერთ აზრზეა და მათი პოზიცია უცვლელია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

კულტურისა და სპორტის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა მინისტრთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მათ შორის საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა და რომელიც სპორტსმენთა შეფასებით, უკანონოა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრმაც აღნიშნა, რომ სიტუაცია კრიტიკულია. პროტესტი ქევხიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო რაც ევროპის ჩემპიონატი ძიუდოისტთა ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა.

სპორტსმენები წარუმატებელ გამოსვლას სწორედ ფედერაციის პრეზიდენტსა და მის მიერ წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებენ. ამასთან ცნობილია რომ ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს, ბრალდებებს კი უსაფუძვლოს უწოდებს.  

ამავე კატეგორიაში