აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებსგანაგრძობს.
მამუკა ბახტაძე შეხვდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში. საუბარი შეეხო ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებს, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.