სასამართლომ პრეზერვატივის მწარმოებელი ქართული კომპანია დააჯარიმა

04 მაისი 2018, 00:00 1967 ნახვა

„ასეთი პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაზე მიტანილი პირველი, ღია და საჯარო იერიში” - ასე ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შეაფასა.

სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აისა“ 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის განმარტებით, არასწორმა შეფუთვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა.

ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მერია მიიჩნევდა, რომ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაციები არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

უკვე ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გადაწყვეტილება შეაფასეს კანონმდებლებმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი