''ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა

04 მაისი 2018, 00:00 2776 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა "მთავართან", პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, მედიაში არსებული გამოწვევებზე ისაუბრა და აჭარის მაუწყებლის  მუშაობა შეაჯამა. 

'' ვფიქრობ, რომ მთავრი გამოწვევა არის ანალიტიკა, დავაკვირდეთ მოვლენებს და ვიპოვოთ გამოსავალი მოქალაქეებთან ერთად, ეს მათ ცხოვრებას უკეთეს გახდის'' - განაცხადა კაპანაძემ.

მაუწყებლის დირექტორი მიიჩნევს, რომ მედიას საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებლად მუშაობის  გამოცდილება არ აქვს, მათ შორის არც აჭარის ტელევიზიას და ახლა ცდილობს ამ იდეის განხორციელებას.  

​''ამ დღეს ვახსენებთ ერთმანეთს და ხელისუფლებას რას ნიშნავს მედიის თავისუფლება. თავისუფლების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანი წელს არის -  ძალაუფლების კონტროლი, მედია სამართალი და კანონის უზენაესობა. გაეროს გენერალურმა მსოფლიოში მედიის გამოწვევებზე საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლებებს უნდა მოვუწოდოთ გააძლიერონ და დაეხმარონ მედიას, რადგანაც ეს არის შანსი ვიცოდეთ სიმართლე.

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც განვიხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებს, უმთავრესი ინფრასტრუქტურის მოწყობა და თანამშრომლების უსაფრთხოებაა. მთავარ პრობლემად შეიძლება დავასახელოთ შესაბამისი შენობის არქონა. კითხვითი ნიშნები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს და ეს ჩვენი მიღწევაა, თუმცა განვითარება უსაფრთხო სამუშაო ადგილის გარეშე შეუძლებელი იქნება. ერთწლიანი მუშაობით გაგვეტარებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა" - ამბობს მაუწყებლის დირექტორი.

პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მეტი პოზიტივის გაშუქება თხოვა, მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ პოზიტივი ხვდება და მოხვდება მაუწყებლის ეთერში. 

მაგალითად ნათია კაპანაძემ  თამარა მეარაყიშვილის საქმე მოიყვანა. ჟურნალისტის, რომელიც შიდაპატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლო პროცესი მოიგო. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განცხადებით, ასეთ საქმეებს აჭარის მაუწყებელი გვერდს არ აუვლის: ''რა თქმა უნდა მედია ორგანიზაცია არსებობს იმისთვის, რომ შეამჩნიოს მოვლენები და აჩვენოს მოქალაქეებს. ჩვენ არ დაგვრჩენია ყურადღების მიღმა თამარა მეარაყიშვილის საქმე, თუ ასეთი საქმეები იქნება ჩვენი მაყურებელი ამას პირველი გაიგებს. ჩვენს დღის წესრიგში რუსული პროპაგანდის საკითხიც აქტუალურია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემაა დღეს მედიისთვის'' - განაცხადა ნათია კაპანაძემ 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი