სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გადამსვლელთა რიცხვმა იმატა

02 მაისი 2018, 00:00 3005 ნახვა

მეზობელ ქვეყანაში ჩაის კრეფის სეზონის დაწყებასთან ერთად საქართველო-თურქეთის საზღვარზე რიგები გაჩნდა. საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში ჩაის საკრეფად გადადიან. ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობენ და მიღებული ანაზღაურება მათი ოჯახებისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა. თურქეთის მთავრობამ სეზონურად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასული წლის სექტემბრიდან ახალი ნორმატიული აქტი აამოქმედა და მათ შრომითი უფლების ნებართვისგან გათავისუფლების ნებართვა მისცა.

მის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფიციალურ ვებგვერდზე აპლიკაცია უნდა შეავსონ და საზღვრის კვეთისას სხვა დოკუმენტებთან ერთად თან უნდა იქონიონ შევსებული განაცხადის ამობეჭდილი ვერსია. განაცხადი თურქეთში იმ რაიონის გამგეობას უნდა წარუდგინონ, სადაც დასაქმება სურთ. ნორმატიული აქტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში სეზონურად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმების უფლება მაქსიმუმ 90 დღე აქვთ, მათ ვადის გადაცილება დარღვევად ჩაეთვლებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი