ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენას, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებგვერდი დაბლოკვების მიუხედავად მაინც არსებობს.