მეწყერი ქედაში

08 ივლისი 2016, 00:00 4070 ნახვა

სტიქიას ებრძვიან ქედაშიც. მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში, რის გამოც ტარიელ მანველიძის ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. უამინდობის შედეგად ადიდებულია მდინარე აკავრეთა. საფრთხე ემუქრება წინა სტიქიის დროს დაზიანებულ ქედა-მეძიბნის საავტომობილო ხიდს. დაბა ქედაში ბერიძეების საცხოვრებელთან მცირე მეწყერი განვითარდა, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროის ინფორმაციით, სოფელ დოლოგანში მდინარე ბზანას კალაპოტთან მუშაობს ტექნიკა, რათა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავარგულების დატბორვის საშიშროება თავიდან აცილებული იქნეს.

ამავე კატეგორიაში