ამწედან ჩამოვარდნილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

29 აპრილი 2018, 00:00 1731 ნახვა

სამშენებლო ობიექტზე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მედიკოსების ინფორმაციით მას იდაყვის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას პალატაში განაგრძობს. 25 წლის ახალგაზრდა, ამწეს მემანქანე იყო, იგი დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. 26 მაისის ქუჩაზე 14 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია “ანაგი” აშენებს.

ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მედიკოსები და პროფკავშირების წევრები. კომპანიაში ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, პროფკავშირების წარმომადგენელის თქმით კი ნორმები მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაცული. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა  სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი