შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში

28 აპრილი 2018, 00:00 1686 ნახვა

უკვე 7 საათია ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. 54-ე მაჟორიტარულ ოლქში 48 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 10 საათზე მივიდა საარჩევნო უბანზე გიგი უგულავა, მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია და მისი თქმით ხმა ხონისა და ვანის უკეთეს მომავალს მისცა.  

ქართული ოცნების კანდიდატს კი საკუთარი არჩევანი არ დაუფიქსირებია გივი ჭიჭინაძე მაჟორიტარულ ოლქში ჩაწერილი არ არის, თუმცა გამარჯვებაში იმერეთის ყოფილი გუბერნატორიც დარწმუნებულია, იგი არჩევნების პროცესს შორიდან აკვირდება.

კანდიდატი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული ოლქის განვითარებისთვის მისაღები მის მიერ შეთავაზებული პროგრამაა. არჩევნებში ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და ასევე ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული კანდიდატები მონაწილეობენ.

შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი