უახლოეს დღეებში აჭარაში მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო კურორტებზე უმეტესად უნალექო ამინდი, ტემპერატურა +23, +25, მთიან რაიონებში +21, +23 გრადუსი იქნება.
შაბათ-კვირას როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში უფრო ინტენსიურად მოხდება, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან, თბილი ჰაერის მასების გავრცელება, რისი გავლენითაც საქართველოში +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
მაღალი ტემპერატურისა და ინტენსიური აორთქლების გავლენით, დროგამოშვებით მოიღრუბლება და დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.