აჭარის განათლების სამინისტრომ „ნატოს დღეების 2018“-ის ფარგლებში უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, უკრაინას და საქართველოს რეგიონში იდენტური პრობლემები აქვთ. რუსეთმა ორივე მათგანის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და ემუქრება ამ ქვეყნების უსაფრთხოებას.