გიორგი მარგველაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხები განიხილა. შეხვედრა ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში გაიმართა. განიხილეს საქართველოს წინაშე ასრებული საგარეო გამოწვევები და ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გარემო. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ქვეყნის დემოკრატიულ პრობლემებს, ასევე მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებს.